აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურის მიერ ჩატარებული რეიდის დროს ჩრდილოეთ კაროლინის ქალაქ შარლოტში 81 მიგრანტი დააკავეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
სასაზღვრო სამსახურის თანამშრომელმა, გრეგ ბოვინომ განაცხადა, რომ ფედერალურმა აგენტებმა მხოლოდ ხუთი საათის განმავლობაში ათობით ადამიანი დააკავეს.
საიმიგრაციო სამსახურში განაცხადეს, რომ რეიდების დროს დააკავეს ადამიანები, რომლებსაც სერიოზული კრიმინალური წარსული აქვთ.
ქალაქში ჩატარებული რეიდების წინააღმდეგ მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა.
ამასთან, შტატის დემოკრატმა გუბერნატორმა აღნიშნული რეიდები გააკრიტიკა.
„ვნახეთ ნიღბიანი, მძიმედ შეიარაღებული აგენტები საბრძოლო ჩაცმულობით, დაუნიშნავი მანქანებით, რომლებიც ამერიკელ მოქალაქეებს თავიანთი კანის ფერის მიხედვით მიზანში იღებდნენ და შემთხვევით ადამიანებს აკავებდნენ“, – განაცხადა ჩრდილოეთ კაროლინის გუბერნატორმა, ჯოშ სტეინმა.
მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, ქალაქი შარლოტი ლოს ანჯელესზე დაახლოებით – ოთხჯერ და ჩიკაგოზე სამჯერ პატარაა.
