ისრაელის თავდაცვის ძალები საუდის არაბეთისთვის ამერიკული „ეფ 35“-ის ტიპის ავიაგამადგურებლების მიყიდვას ეწინააღმდეგებიან. 17 ნოემბერს ისრაელის თავდაცვის ძალებმა ისრაელის პოლიტიკურ ეშელონს ოფიციალური პოზიციის დოკუმენტი წარუდგინეს, რომელშიც აშკარა წინააღმდეგობაა გამოთქმული აშშ-ის მიერ საუდის არაბეთისთვის თანამედროვე გამანადგურებლების მიყიდვასთან დაკავშირებით.
დოკუმენტის თანახმად, ისრაელის საჰაერო უპირატესობა, შესაძლოა, შესუსტდეს, თუ ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებს ექნებათ მოწინავე, „სტელსის“ სისტემის საჰაერო ხომალდები, რასთან დაკავშირებითაც ისრაელმა წარსულში რამდენჯერმე გამოთქვა შეშფოთება. დღეს ისრაელი ახლო აღმოსავლეთში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც „ეფ 35“-ები აქვს არსენალში.
ამჟამად 45 ასეთი თვითმფრინავი ექსპლუატაციაშია და კიდევ 30 შეკვეთილია.
17 ნოემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ვაშინგტონი საუდის არაბეთს „ეფ 35“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებს მიჰყიდის.
