გამოცემა The Financial Times-ი სტატიას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ ევროპა დასუსტდა და მსოფლიო გეოპოლიტიკაში გავლენას კარგავს.
როგორც ჟურნალისტი გედეონ რახმანი წერს, კონტინენტი, რომელიც ერთ დროს მსოფლიო პოლიტიკურ სივრცეში დომინირებდა, დღეს განზეა გაწეული და გავლენით შეერთებულ შტატებს, ჩინეთს, თურქეთსა და რუსეთსაც კი ჩამორჩება.
მისი შეფასებით, ევროპა განზეა გაწეული მსოფლიოში მნიშვნელოვანი კონფლიქტების მოგვარების პროცესებისგან. გამოცემა აღნიშნავს, რომ ევროკავშირის სისუსტეა არა ფინანსების ან იარაღის ნაკლებობა, არამედ ბრიუსელის ბიუროკრატია და თანამედროვე გამოწვევებზე სუსტი რეაგირება.
კომენტარები
