წინა არჩევნებზე იმ ადამიანების სიების შედგენა დაიწყეს, ვინც „ნაცმოძრაობას“ მხარს არ უჭერს, ამ ხალხის ამერიკიდან დეპორტაცია რომ მოეხდინათ. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, ვისაც არ უნდა უჭერდნენ მხარს, ოთხ წელიწადში ერთხელ ჩამოვიდნენ და დაინახავენ, რომ „ერთი გმირი“ პოლიციელს მოლოტოვის კოქტეილს ესვრის და მეორე ხელში ევროკავშირის დროშით არის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, ამას მაშინ დაინახავს, როცა საქართველოში ჩამოვა.
„როცა საქართველოს საკითხებს ეცნობი, საინფორმაციო ველი დაზიანებულია, ფანტასმაგორიული ანალიზები კეთდება და შეკვეთილი სტატიები იწერება, უფრო მეტსაც გეტყვით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა სერიოზული ტერორი მიმდინარეობს, ისეთი, როგორიც არანაირ დემოკრატიულ სტანდარტს არ შეესაბამება არა მხოლოდ იმ პროპაგანდით, რომელიც გარკვეულ ქვეყნებშია დაშვებული, არამედ ქართველების მიერ, „ნაცმოძრაობის“ ზონდერჯგუფების მიერ, რომლებიც პირდაპირ ემუქრებიან ადამიანებს, თუ ვინმე მათ აზრს არ იზიარებს. დიახ, ემიგრაციაში ხდება. წინა არჩევნებზე იმ ადამიანების სიების შედგენა დაიწყეს, ვინც „ნაცმოძრაობას“ მხარს არ უჭერს, ამ ხალხის ამერიკიდან დეპორტაცია რომ მოეხდინათ. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია. ვისაც მხარს არ უნდა უჭერდნენ მხარს, ოთხ წელიწადში ერთხელ ჩამოვიდნენ და დაინახავენ, რომ „ერთი გმირი“ პოლიციელს მოლოტოვის კოქტეილს ესვრის და მეორე ხელში ევროკავშირის დროშით არის. ამას მაშინ დაინახავს, როცა საქართველოში ჩამოვა, აბსოლუტურად სხვა სურათი დახვდება. ქართველი ამომრჩევლის მიმართ აგრესიული პროპაგანდა მიმდინარეობს, რომლის ერთადერთი სამკურნალო გზაა, ქართველები ჩამოვიდნენ და არჩევანი იმის მიხედვით გააკეთონ, რასაც თავად ნახავენ. ეს სამი წლის მერე მოხდება და აქ გაცილებით უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობა იქნება, რაც აქ სამუშაო ადგილების პოვნის და ყოფნის საშუალება იქნება“, – განაცხადა ვოლსკიმ.
