გვაქვს კითხვა, წევრი სახელმწიფოები კვლავ თავად მართავენ საკუთარ კანონებს, თუ ევროკავშირი თვითმართვად პოლიტიკურ მანქანად იქცა? – განაცხადა MCC Brussels-ის კომუნიკაციების უფროსმა, ჯონ ო’ბრაიანმა კონფერენციაზე „კანონის იმპერია ანუ ევროკავშირის მარში დემოკრატიის მიღმა“.
ბრიუსელის კვლევით ცენტრში გამართულ კონფერენციაზე შემდეგი თემები განიხილეს – ევროკავშირის მცოცავი კომპეტენცია, ანუ ძალაუფლების თვითნებურად გაფართოება, სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევა, გადაწყვეტილებების კონტროლი, ერთა დამოუკიდებლობის დაცვის ნაცვლად, საზიარო სუვერენიტეტის შექმნა და კანონის უზენაესობის იარაღად გამოყენება ევროპის იმპერიის მშენებლობისთვის.
„მცოცავი კომპეტენცია ნიშნავს ევროპის ინსტიტუტების მიერ უფლებამოსილების გაფართოებას, კანონით გათვალისწინებული ძალაუფლების მიღმა. ევროკომისია, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო, ევროპული სააგენტოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მზარდი თანავარსკვლავედი ბრიუსელის ამ სახელმძღვანელოს გაფართოებაში თავის როლს ასრულებენ. გვაქვს კითხვა, წევრი სახელმწიფოები კვლავ თავად მართავენ საკუთარ კანონებს, თუ ევროკავშირი თვითმართვად პოლიტიკურ მანქანად იქცა?” – განაცხადა ჯონ ო’ბრაიანმა.
