სახელმწიფო არის სრულუფლებიანი პარტნიორი ამ პროექტის, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა „იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებით.
მისი განცხადებით, გაფორმებული შეთანხმებებით მაქსიმალურად იქნება დაცული სახელმწიფოს ინტერესები.
„აქ არ არის სახელმწიფოს როლი შემოფარგლული მხოლოდ ნებართვების გაცემით, არამედ არის პარტნიორი, 33%-ის მფლობელი. სახელმწიფო წარმოდგენილია მმართველობით რგოლებში, სამეთვალყურეო საბჭოში, მენეჯმენტის დონეზე. ამიტომ სახელმწიფოს და ჩვენი მოქალაქეების ყველა ინტერესი მაქსიმალურად დაცული იქნება. ეს არის უზრუნველყოფილი იმ შეთანხმებებით, რომლებიც გაფორმდა სახელმწიფოსა და „იგლ ჰილსს“ შორის“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
კომენტარები
