საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ისრაელში ვიზიტის ფარგლებში მოინახულა ნოვა ფესტივალის ტერიტორია, სადაც 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმა მოხდა. ინფორმაციას საქართველოში ისრაელის საელჩო ავრცელებს.
როგორც საელჩო წერს, ბოჭორიშვილმა ასევე მოინახულა ნირ ოზის კიბუცი, ბიბასების ოჯახისა და მრავალი მსხვერპლის სახლები.
„მაკა ბოჭორიშვილმა პატივი მიაგო მსხვერპლთა ხსოვნას და იხილა ტრაგედიის მასშტაბი. მისი ვიზიტი ასახავს საქართველოს სოლიდარობას ისრაელის სახელმწიფოსა და ხალხის მიმართ“, – წერს საელჩო სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, 2023 წლის 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორთან მდებარე რემის რაიონში მუსიკალური ფესტივალის მიმდინარეობისას დაჯგუფება „ჰამასის“ წევრები ტერიტორიაზე შეიჭრნენ. თავდასხმას 370-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
კომენტარები
