ისრაელმა სამხრეთ ლიბანში, პალესტინელი ლტოლვილების ბანაკის სიახლოვეს იერიში მიიტანა, რასაც, სულ მცირე, 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, დაშავებულია, სულ მცირე, ოთხი პირი.
ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ მათ სამიზნეს „ჰამასის“ წევრები წარმოადგენდნენ, რომლებიც ერთ-ერთ საწვრთნელ ბაზაზე მოქმედებდნენ.
ისრაელის სამხედროების მტკიცებით, დაჯგუფება ადგილს თავდასხმების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის იყენებდა.
„ჰამასი“ ისრაელის არმიის განცხადებას უარყოფს და გავრცელებულ ცნობებს „ფაბრიკაციას და ტყუილს“ უწოდებს.
კომენტარები
