რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელებული თავდასხმის გამო, რომელიც ძირითადად დასავლეთ რეგიონებისკენ იყო მიმართული, პოლონეთმა საჰაერო ავიაცია აამოქმედა.
ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, პოლონეთში გამანადგურებლები აფრინდნენ.
„პოლონეთისა და მოკავშირეების საჰაერო ძალები ჩვენს საჰაერო სივრცეში მოქმედებენ. პროცედურების შესაბამისად, შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა მეთაურმა მის განკარგულებაში არსებული საჭირო ძალებისა და რესურსების მობილიზება მოახდინა. გამანადგურებლები და ადრეული შეტყობინების თვითმფრინავები აფრინდა, ხოლო ხმელეთზე განლაგებული საჰაერო თავდაცვისა და რადარის დაზვერვის სისტემები მზადყოფნის უმაღლეს დონეზეა მოყვანილი. ეს ქმედებები პრევენციული ხასიათისაა და მიზნად ისახავს საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, განსაკუთრებით საფრთხის შემცველი ზონების მიმდებარე ტერიტორიებზე,“ – აღნიშნულია ქვეყნის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
