საქართველოში ისრაელის საელჩო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის მიერ ისრაელში ნირ ოზის კიბუცისა და ნოვა ფესტივალის ტერიტორიის მონახულებას ეხმაურება და მადლობას უხდის მაკა ბოჭორიშვილს ღაზის საზღვრისპირა დასახლებებში ვიზიტისთვის.
„რეალობას ვერაფერი განახებს იმაზე უკეთ, ვიდრე საკუთარი თვალით ნახვაა. მადლობა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ღაზის საზღვრისპირა დასახლებებში ვიზიტისთვის, სადაც მან საკუთარი თვალით იხილა ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მიერ ჩადენილი სისასტიკე“, – წერს საქართველოში ისრაელის საელჩო.
კომენტარები
