რუსული დრონის მიერ მოლდოვის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო რუსეთის ელჩი ოლეგ ოზეროვი მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
როგორც მოლდოვის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, მოლდოვა გმობს 19 ნოემბრის ღამეს მომხდარ ინციდენტს.
„მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს 19 ნოემბრის ღამეს მომხდარ ინციდენტს, როდესაც დრონმა უკანონოდ გადაკვეთა მოლდოვის საჰაერო სივრცე. ასეთი ქმედებები არღვევს მოლდოვის სუვერენიტეტს და საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა უსაფრთხოებას და რეგიონში სტაბილურობას. ხვალ სამინისტრო კიშინეუში დანიშნულ რუსეთის ელჩს დაიბარებს მტკიცე პროტესტის გამოსახატად“, – ნათქვამია განცხადებაში.
მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთს, თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებებისგან, რომლებიც საფრთხეს უქმნის მოლოდვის უსაფრთხოებას და მკაცრად დაიცვას ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.
ღამით რუსეთმა უკრაინის რეგიონებზე მასირებული იერიში მიიტანა. ერთ-ერთმა დრონმა, სავარაუდოდ, მოლდოვის და რუმინეთის საჰაერო სივრცე გადაკვეთა. აპარატი რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ დააფიქსირა, მოგვაინებით კი – დრონის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევა.
რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელებული თავდასხმის გამო, რომელიც ძირითადად დასავლეთ რეგიონებისკენ იყო მიმართული, პოლონეთმა და რუმინეთმა ავიაცია აამოქმედეს.
