აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში კიტ კელოგი 2026 წლის იანვარში თანამდებობას დატოვებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც სააგენტოს ერთ-ერთი წყარო უყვება, კელოგი ფიქრობს, რომ თეთრ სახლში უკრაინის საკითხზე ბევრი ჩინოვნიკი მუშაობს. ისინი არ აღიარებენ იმას, რომ რუსეთი, და არა უკრაინა აფერხებს სამშვიდობო მოლაპარაკებებს.
მეორე წყარო Reuters-ს უყვება, რომ კელოგი ტრამპის ადმინისტრაციაში დიდი ხნით დარჩენას არც აპირებდა.
რადგან, კანონის მიხედვით აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი – ეს არის დროებითი თანამდებობა და მისი ვადა 360 დღით განისაზღვრება, კელოგი ფიქრობს, რომ იანვარში მისი მუშაობის ვადა იწურება, და ის უნდა წავიდეს.
თეთრ სახლს და თავად კელოგს ოფიციალური განცხადებები ჯერ არ გაუკეთებიათ.
კომენტარები
