უკრაინის ქალაქ ტერნოპოლში რუსული მხარის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა. მსხვერპლთა შორის სამი ბავშვია. დაშავებულია 93 ადამიანი. ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ კლიმენკო ავრცელებს ინფორმაციას.
უკრაინული მედიის ცნობით, საგანგებო სამსახურები განაგრძობენ მუშაობას დაზიანებულ ტერიტორიებზე. მიმდინარეობს ნანგრევების გაწმენდა და დაზარალებულებისთვის დახმარების გაწევა.
ცნობისთვის, 19 ნოემბერს რუსეთმა უკრაინას რაკეტებითა და დრონებით შეუტია. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 470 უპილოტო საფრენი აპარატი და სხვადასხვა ტიპის 48 რაკეტა გაუშვა.
კომენტარები
