აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთს „ძალიან სწრაფად“ გაეგზავნება „ეფ-35“-ის ტიპის გამანადგურებლები.
ვაშინგტონში აშშ-საუდის საინვესტიციო ფორუმზე საუბრისას დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მიჰყიდის საუდის არაბეთს უმაღლესი დონის სამხედრო ტექნიკას.
„ეს უკვე დამტკიცებულია, არ ინერვიულოთ. ჩვენ უნდა გავიაროთ პროცედურა… პროცედურა 24 საათს გასტანს. ასე რომ, ყველაფერი კარგადაა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მანამდე, დონალდ ტრამპმა, უარყო ვარაუდი, რომ „ეფ-35“-ების გაყიდვა დააზიანებს ისრაელის სამხედრო უპირატესობას და განაცხადა, რომ ორივე ქვეყანა იმსახურებს უმაღლესი დონის ტექნიკას, რადგან ორივე აშშ-ის დიდი მოკავშირეა.
კომენტარები
