ომის დასრულების შემდეგ ბრიტანეთი უკრაინაში ჯარების გაგზავნისთვის ემზადება, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.
ბრიტანეთმა დაადგინა, თუ რომელ სამხედრო დანაყოფებს გაგზავნის უკრაინაში, რაც უზრუნველყოფს, რომ მზად იქნება ჯარების სწრაფად განლაგებისთვის, თუ სამშვიდობო მოლაპარაკებების უახლესი მცდელობა წარმატებით დასრულდება.
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილიმ განაცხადა, რომ ბრიტანეთმა განაახლა გეგმები უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესახებ. სამხედრო მეთაურებმა განსაზღვრეს, თუ რომელ პერსონალს განათავსებენ და სად განთავსდება მათი შტაბ-ბინები, რაც უკრაინის მხარდასაჭერად დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ხელმძღვანელობით 30 ქვეყნისგან შემდგარი დაჯგუფების შექმნის გეგმის ნაწილია.
ბრიტანეთი 100 მილიონი ფუნტის დახარჯვას უკრაინაში ჯარების გაგზავნის საწყისი ხარჯების დასაფარად.
