აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივამ ახალი იმპულსი მოიპოვა, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
მისი თქმით, 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა მაგიდაზეა, ამერიკული მოლაპარაკებების დელეგაცია კი კიევში იმყოფება და მთელ მსოფლიოში მოლოდინები იზრდება.
ვიქტორ ორბანის განცხადებით, როდესაც დონალდ ტრამპი რამეს მიზნად ისახავს, ის ამას ყოველთვის აკეთებს, ახლა კი ტრამპს ომის დასრულება აქვს გადაწყვეტილი.
„ამერიკის პრეზიდენტი უდრეკი ინდივიდუალისტია. იმ დროს პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, ეს ომი არასდროს დაიწყებოდა. ახლა კი ნათელია, როგორც კი რამეს გადაწყვეტს, ხელიდან არ უშვებს და მან რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება გადაწყვიტა. ამასობაში, ბრიუსელმა რიტმი ისევ დაკარგა. სანამ ვაშინგტონი მშვიდობაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს, ევროკომისიის პრეზიდენტი იმის გარკვევით არის დაკავებული, თუ როგორ მოიპოვოს კიდევ უფრო მეტი თანხა უკრაინისა და ომის დასაფინანსებლად,“ – უნგრეთის პრემიერის სიტყვებს, მისი ოფისის პრესსპიკერი, ზოლტან კოვაჩი აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ბრიუსელის შესახებ ერთ-ორ სიტყვას უნგრეთიც იტყვის.
