ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ანტონიუ კოშტას განცხადებით, უკრაინასთან დაკავშირებული 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის შედგენისას ბრიუსელი არავის საქმის კურსში არ ჩაუყენებია.
„ევროკავშირისთვის ოფიციალურად არავის მოუმართავს რაიმე გეგმის შესახებ. ჩემთვის, ჩვენთვის იქნებოდა ნონსენსი ამის კომენტირება. მე მხოლოდ შემიძლია ვთქვა და გავიმეორო, რომ ევროკავშირი რჩება სრულად პასუხისმგებელი უკრაინის ურყევი მხარდაჭერის მიმართ გაეროს წესდების პრინციპების შესაბამისად“, – განაცხადა კოშტამ იოჰანესბურგში „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში გამართული პრესკონფერენციის დროს.
კომენტარები
