ბრიუსელის მხრიდან იმ სამარცხვინო გადაწყვეტილებების რიცხვი იზრდება, რაც ხაზს უსვამს სუბიექტურ და მიკერძოვებულ მიდგომას საქართველოს მიმართ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ბრიუსელი საქართველოსთან დიალოგს გაურბის.
„ბრიუსელი საქართველოსთან დიალოგს გაურბის, მას პასუხების გაცემის ეშინია იმ არგუმენტებზე, რაც ქვეყანას გააჩნია, იმავე ადამიანის უფლებების დაცვაზე. თითიდან გამოწოვილი მიზეზია იმისთვის, რომ დიალოგი გადადონ ან შეწყვიტონ. რა თქმა უნდა, ეს იმ ევროსკეპტიციზმის შემცირებას ხელს არ უწყობს, რაც ქართულ საზოგადოებაში ევრობიუროკრატიის არასწორი პოლიტიკის გამო გაჩნდა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
კომენტარები
