გამოცემა Politico-ს ცნობით, უკრაინაში მიმდინარე დიდმა კორუფციულმა სკანდალმა ქვეყნის იმიჯი მნიშვნელოვნად დააზიანა.
როგორც გამოცემა წერს, კორუფციამ ასევე შეარყია ნდობა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ.
Politico-ს განმარტებით, სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომის“ 100 მილიონ დოლარიანი სკანდალიდან ზელენსკის ყველაზე მეტად მაინც ის ფაქტი აყენებს ზიანს, რომ ამ სქემაში მისი გარემოცვის ყველაზე ახლო წევრები მონაწილეობდნენ.
ხელისუფლებაში მოსვლისას ზელენსკის ერთ-ერთ მთავარი დაპირება სწორედ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა იყო.
კომენტარები
