არაბთა გაერთიანებულ საამიროში, დუბაიში, ავიაშოუს დროს, ინდური წარმოების გამანადგურებელი თვითმფრინავი ჩამოვარდა და აფეთქდა. Deutsche Welle-ს ინფორმაციით, ინური HAL Tejas-ი საჩვენებელი ფრენის დროს, ავიაშოუს ტერიტორიიდან დაახლოებით 1,6 კილომეტრში ჩამოვარდა.
მედიის ინფორმაციით, ავიაკატასტროფას პილოტის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათივე ცნობით, თვითმფრინავმა ავია შოუს ტერიტორია რამდენჯერმე გადაუფრინა, სანამ კონტროლს დაკარგავდა და მიწაზე დაეცემოდა.
“დუბაის ავიაშოუს დღევანდელ ჩვენებაში მონაწილე ინდური Tejas-ის გამანადგურებელი ჩამოვარდა, რამაც პილოტის ტრაგიკული სიკვდილი გამოიწვია”, – იტყობინება დუბაის მთავრობის პრესსამსახური X-ზე.
პილოტის დაღუპვა ინდოეთის საჰაერო ძალებმაც დაადასტურა.
კომენტარები
