უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირს აშშ-ის 28-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმის“ მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. აღნიშნულის თაობაზე საუბარია ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისადმი გაგზავნილ წერილში.
„ევროპელებმა დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა დაუჭირონ მხარი შეერთებული შტატების მშვიდობის ინიციატივას. აშშ-ის პრეზიდენტის მხარდაჭერის გარდა, ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ ავტონომიური და პირდაპირი მოლაპარაკებები რუსეთთან“, – წერს ორბანი წერილში.
Politico-ს ინფორმაციით, ორბანი წერილში ასევე წერს, რომ უნგრეთი არ უჭერს მხარს ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაგზავნას.
კომენტარები
