აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს უკრაინაში ომის შეწყვეტის გეგმა რუსეთის წინადადებაა და არა აშშ-ის მიერ შემუშავებული. შესაბამისი განცხადება მარკო რუბიომ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„სამშვიდობო გეგმა აშშ-ის მიერ არის შემუშავებული. ის მოიაზრება როგორც მყარი საფუძველი მიმდინარე მოლაპარაკებებისთვის. გეგმა ეფუძნება რუსეთის მხარის წინადადებებს. ის ასევე ეფუძნება უკრაინის წინა და მიმდინარე შემოთავაზებებს“, – დაწერა რუბიომ X-ზე.

კომენტარები
