24 ნოემბერს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +24 და ღამით +9 გრადუსია მოსალოდნელი.
ასევე უნალექო დღეა ნავარაუდევი ოზურგეთში, დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12. ბათუმშიც მზიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი ამინდია მოსალოდნელი ფოთში. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი.
მზიანი ამინდი იქნება ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +22, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.
უნალექო დღეა სოხუმში. +19 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდევი, დღისით +19 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.
ამბროლაურშიც უნალექო ამინდი იქნება. ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
ასეთივე ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეშიც უნალექო დღეა. დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება.
ნალექს არც ბორჯომში ელოდებიან. +19 იქნება დღისით, ღამით კი 1 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -3 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიან ამინდს ელოდებიან გორში, დღისით +20 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი 2 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ცხინვალში, ჰაერის ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში უნალექო დღე იქნება, დღის განმავლობაში +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება. ომალოშიც უნალექო ამინდი იქნება, დღისით +14, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში უნალექო დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი დღე იქნება თელავშიც, +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი.
უნალექო ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
სიღნაღში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეა რუსთავში, დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში მზიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსი იქნება.
