ეთიოპიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ვულკანი “ჰაილ გუბი”, თითქმის 12 000 წლის შემდეგ პირველად ამოიფრქვა, რის შედეგადაც ცაში 14 კილომეტრის სიმაღლეზე კვამლის სქელი ღრუბელი ავარდა და წითელი ზღვის გავლით, იემენისა და ომანის მიმართულებით გაიშალა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა, მოჰამედ სეიდმა განაცხადა, რომ მსხვერპლი არ ყოფილა, თუმცა ამოფრქვევას შესაძლოა ადგილობრივი მწყემსების თემისთვის ეკონომიკური შედეგები მოჰყვეს.
სეიდის თქმით, “ჰაილ გუბის” ამოფრქვევები ადრე არ დაფიქსირებულა და ის ადგილობრივი მოსახლეობის სიცოცხლის გამო შიშობს.
“მიუხედავად იმისა, რომ არავინ დაღუპულა და არც პირუტყვი დაშავებულა, ბევრი სოფელი ფერფლითაა დაფარული, რის გამოც ცხოველებს საკვების ნაკლებობა აქვთ”, – თქვა მან.
დაახლოებით 500 მეტრის სიმაღლის ვულკანი რიფტის ველში მდებარეობს – ინტენსიური გეოლოგიური აქტივობის ზონაში, სადაც ორი ტექტონიკური ფილა ხვდება ერთმანეთს.
VAAC-ის ცნობით, ვულკანის ფერფლის ღრუბლები იემენში, ომანში, ინდოეთსა და ჩრდილოეთ პაკისტანში ვრცელდება.
