რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში სიტუაციის დარეგულირების პროცესში რუსეთის პოზიციების, მათ შორის სპეციალური სამხედრო ოპერაციის კონტექსტში, დათმობაზე საუბარი არ შეიძლება იყოს.
„ჩვენ მივესალმებით ტრამპის ადმინისტრაციის ძალისხმევას გონივრული გადაწყვეტილებების, გონივრული გზების მოსაძებნად. ამ გეგმის სხვადასხვა ვერსია მოლაპარაკებების საკითხია. თუმცა, არავითარ დათმობაზე, არავითარ დათმობაზე ჩვენი მიდგომების იმ საკვანძო მომენტებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩვენ წინაშე მდგარი ამოცანების გადაწყვეტას ეხება, მათ შორის სპეციალური სამხედრო ოპერაციის კონტექსტში, არ შეიძლება იყოს საუბარი“, – აღნიშნა სერგეი რიაბკოვმა.
მისი თქმით, რუსეთი „მზად არის მიაღწიოს დასახული მიზნების რეალიზაციას, სასურველია დიპლომატიური გზით“.
რიაბკოვმა დასძინა, რომ თუ მოლაპარაკებები შეფერხდება, რუსეთი „გააგრძელებს მოქმედებას სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში“.
