უმაღლესი განათლების რეფორმა უმრავლესობის წევრმა ზვიად შალამბერიძემ „დღის ქრონიკაში“ შეაფასა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ეს არის ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელმაც უნდა განაპირობოს ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო წარმატებული მომავალი.
„ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით, რომ ყველაზე მტკივნეული საკითხი ჩვენი რეგიონისთვის იყო ახალგაზრდების შიდა მიგრაცია, რომლებიც ძირითადად მოდიოდნენ თბილისში, აბარებდნენ უმაღლეს სასწავლებლებში. ეს იყო უზარმაზარი პრობლემა, რის შედეგადაც ადგილზე, მუნიციპალიტეტებში, წამოსული რაოდენობის ალბათ 5-10% თუ ბრუნდებოდა. ის ფაქტი, რომ ორი დიდი კერა უნდა გაჩნდეს საქართველოში, მისასალმებელია. კარგია, რომ ამისთვის ქუთაისს გარკვეული ნაბიჯები გადადგმული აქვს“, – აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.
კომენტარები
