რუსეთის არმია უნდა შეიზღუდოს ომის დასრულებისთვის, – განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა.
კალასი აღნიშნავს, რომ რუსეთის არმია და მისი ბიუჯეტი „უნდა შეიზღუდოს ახალი თავდასხმების თავიდან ასაცილებლად“.
მისი თქმით, აქცენტი უნდა გაკეთდეს „რუსეთის შეზღუდვაზე, რათა მათ ხელახლა შეჭრის საშუალება არ ჰქონდეთ“.
„ომის გაგრძელების თავიდან ასაცილებლად, უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობაა საჭირო“, – დასძინა მან.
კომენტარები
