თქვენ კი ამბობთ, „დავიდოვნა” რუსეთის „სტრატეგიული მარცხის” შესახებ სიბრძნეებს საიდან როშავს – ეგენი ხომ მხოლოდ ერთმანეთს უსმენენ და კითხულობენ. ევროდიპლომატიის თავმა – კაია კალასმა დღეს უკვე მოასწრო სენსაციური განცხადების გაკეთება: „სიცრუეს წარმოადგენს ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები, ბრძოლის ველზე მარცხს განიცდიან”, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
მისი თქმით, რადიკალების განცხადებას – „რუსეთი სტრატეგიულად დამარცხდა” – ანტითეზაც მოუხდებოდა, რომ მან „ტაქტიკურად გაიმარჯვა“.
„მოსაზრება, რომ უკრაინა აგებს, აბსოლუტური სიცრუეა“, – ბრძანა კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო უწყებების მინისტერიალის პრეს-კონფერენციაზე. პირიქით, ახლა უნდა გააძლიეროს ევროპამ რუსეთზე ზეწოლაო. მის განცხადებას აშკარად აკლდა დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება: „თუ არ გჯერათ – დავიდოვნას ჰკითხეთ”. ისე, აქუბარდიას განცხადებას: „რუსეთი სტრატეგიულად დამარცხდა” – ანტითეზაც მოუხდებოდა, რომ მან „ტაქტიკურად გაიმარჯვა…“, – წერს დავით ქართველიშვილი.
