The Wall Street Journal-ის ცნობით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის სტივ უიტკოფისა და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის იური უშაკოვის სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერი, Bloomberg-ს უცხოურმა დაზვერვამ მიაწოდა, მიზანი კი უკრაინის სამშვიდობო ძალისხმევის ჩაშლა იყო.
გამოცემა წერს, რომ ფარული მიყურადების ობიექტი იური უშაკოვი იყო, მიყურადებას კი ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის დაზვერვა ახორციელებდა. მანამდე პრესაში გავრცელდა ვერსია, რომ ჩანაწერი უკრაინულმა დაზვერვამ მოიპოვა.
Bloomberg-ის ცნობით, სტივ უიტკოფი ოქტომბერში იური უშაკოვს ურჩევდა, თუ როგორ უნდა ესაუბრა პუტინს ტრამპთან, ასევე რეკომენდაციას აძლევდა, რომ ეს საუბარი ზელენსკის თეთრ სახლში ვიზიტამდე გამართულიყო.
კომენტარები
