გლდანის რაიონში არსებული საჯარო სკოლებიდან, 9 მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ჯამში 17000 კვ.მ ფართობზე განხორციელდა, – წერს სოციალურ ქსელში გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე.
„გლდანის რაიონის გამგეობა საჯარო სკოლებში დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აქტიურად ახორციელებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, გლდანის რაიონში არსებული საჯარო სკოლებიდან, 9 მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ჯამში 17000 კვ.მ ფართობზე განხორციელდა.
შეიცვალა წყალარინების ქსელი. სამ საჯარო სკოლაში გადახურვის სამუშაოები განხორციელდა, სამ მისამართზე კი მიმდინარე პროცესია. ორ სკოლაში საფეხურების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაო პროცესი ხორციელდება, ხოლო სამ მისამართზე სკოლის ეზოს შემოღობვა მიმდინარეობს.
საერთო ჯამში, გლდანის რაიონის გამგეობის სამუშაოებმა 11 საჯარო სკოლა მოიცვა“, – აღნიშნავს გამგებელი.
