მედია საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც უკრაინის ანტიკორუფციული ბიურო და პროკურატურა სამთავრობო კვარტალში, ანდრეი ერმაკთან ჩხრეკას ატარებს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ НАБУ – ამერიკული სტრუქტურა უკრაინის ხელისუფლებაში ტრამპის ადმინისტრაციის პირდაპირი მმართველობის ქვეშ იმყოფება და მისი პოლიტიკის გატარებას უძღვება უკრაინულ პოლიტიკურ ველზე.
„Поезд дальше не идёт. Просьба освободить вагоны“. როდესაც ბაიდენის ადმინისტრაცია ქმნიდა НАБУ-ს ის ალბათ თვლიდა (ნაცმოძრაობისა არ იყოს) რომ „მუდმივად იქნებოდა“. დღეს ეს ამერიკული სტრუქტურა უკრაინის ხელისუფლებაში ტრამპის ადმინისტრაციის პირდაპირი მმართველობის ქვეშ იმყოფება და მისი პოლიტიკის გატარებას უძღვება უკრაინულ პოლიტიკურ ველზე. ამიტომ – ზელენსკის პოლიტიკური „დედა აღარ ჰყავს“ და მას ვერც „მამა“ მერცი უშველის და ვერც „დედინაცვალი“ ურსულა. აი ეხლა კი, კინოს დასრულებამდე მხოლოდ ფინალური ტიტრები რჩება. „შენ კარტები არ გიჭირავს ხელში,“ – აკი გააფრთხილა შულერი იმ ბრძენმა კაცმა…“ – წერს დავით ქართველიშვილი.
