დღეს მორიგი ანტისახელმწიფოებრივ, ანტიქართულ, რაღაც მიტინგს აწყობენ, არ ვიცი თუ გამოვლენ, ყოველ შემთხვევაში დაანონსებული აქვთ. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ვინც არის უსამშობლო, ვინც არის უცხო ქვეყნის დაკვეთით მოქმედი, საკუთარი სამშობლოს, ქვეყნის, ტრადიციების წინააღმდეგ ვიხილავთ მათ დღეს, ხელმოცარულ, „ლუზერ“, პოლიტიკოსებს, – ასე ეხმიანება დიასპორის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა, რადიკალური ოპოზიციის მიერ 28 ნოემბერს დაგეგმილ აქციას.
ზარქუას განცხადებით, ბევრი ახალგაზრდა ჩამოშორდა აღნიშნულ აქციებს, რომლებიც მიხვდნენ, რომ საქმე ეხება არა სახელმწიფოს დაცვას, არამედ კონკრეტული მარგინალური ჯგუფების მიერ „დიპ სტეიტის“ ინტერესების გატარებას.
„პრემიერმა ერთი წლის წინ ზუსტად თქვა, რომ ჩვენ შანტაჟსა და მუქარას არ დავექვემდებარებით, მანამდე გაწყვეტილი ურთიერობა, რომელიც ჩვენ ელჩმა არჩევნებამდე გვაუწყა, რომ ვწყვეტთ ყველანაირ ურთიერთობას საქართველოსთან. შემდეგ პრემიერმა თქვა, რომ ჩვენ შანტაჟს არ დავექვემდებარებით და როცა იქნება ევროკავშირი მზად მოლაპარაკებების გახსნისთვის, ჩვენ იმავე დღეს ხელს მოვაწერთო. ამასთან დაკავშირებით შეიკრიბნენ უსამშობლოები დაფინანსებული აგენტურა, თავიანთი პატრონების მიერ და ერთმანეთს ატყუებენ, ხან კეტავენ 5 წუთით გზას, ხან ვერა და მაინც ითვლიან.
დღეს მორიგი ანტისახელმწიფოებრივ, ანტიქართულ, რაღაც მიტინგს აწყობენ, არ ვიცი თუ გამოვლენ, ყოველ შემთხვევაში დაანონსებული აქვთ. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ვინც არის უსამშობლო, ვინც არის უცხო ქვეყნის დაკვეთით მოქმედი, საკუთარი სამშობლოს, ქვეყნის, ტრადიციების წინააღმდეგ ვიხილავთ მათ დღეს, ხელმოცარულ, „ლუზერ“, პოლიტიკოსებს.
რაც შეეხება ახალგაზრდებს, მე მაინც გული მტკივა, რადგან ისინი არიან შეცდომაში შეყვანილები. ბევრი ახალგაზრდა ჩამოშორდა, გაიაზრეს კითხვები დაუსვეს და მიხვდნენ, რომ საქმე ეხება არა ქვეყნის ინტერესების დაცვას, არამედ კონკრეტული მარგინალური ჯგუფების, „დიპსტეიტის“ , გავლენებს და მათ აგენტურას აქ, რომელთა ინტერესშიც არის, რომ ქვეყანა ამოატრიალონ და შემდეგ როგორც უკრაინას დაემართა უბედურება და ტრაგედია, სწორედ ასე აქციონ ჩვენი ქვყანა. ამას ვერ მოესწრებიან. ჩვენ, ერი, ბერი, გაერთიანებულები ვართ, რომ მშვიდობა შევინარჩუნოთ და ღირსებით ევროინტეგრაციისკენ წავიდეთ.“- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
