ალეკო ელისაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროკურატურამ ბრალი მას ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე წარუდგინა. დანაშაული 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ თვლის, რომ მისი ქმედება იყო დანაშაულის შემცველი და მიაჩნია, რომ ეს იყო მხოლოდ პროტესტის გამოხატვის ფორმა.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. საგამოძიებო უწყება ავრცელებს ვიდეომასალასაც.
კომენტარები
