რა თქმა უნდა ალექსანდრე ელისაშვილი ბრალს არ აღიარებს, ის აღიარებს ქმედებას და არა ბრალს და დანაშაულს, – განაცხადა ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა.
გიორგი რეხვიაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ წარდგენილი მუხლი აბსურდულია.
„ამ შემთხვევაში საერთოდ დანაშაული არ აქვს მას ჩადენილი. ეს იყო პროტესტის გამოხატვის ფორმა. რაც შეეხება ტერორიზმს, ეს აბსურდულია“, – აცხადებს ადვოკატი.
ალეკო ელისაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.
კომენტარები
