„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი ალეკო ელისაშვილის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვის მცდელობის ფაქტს გამოეხმაურა. პარლამენტის დეპუტატის შეფასებით, ეს ყველაფერი გარე ძალების მიერ არის წახალისებული.
„ელისაშვილი ახლა მარტო შევიდა, დალეწა იქაურობა და ცეცხლს უკიდებდა სასამართლოს შენობას და იმავეს აკეთებდნენ რუსთაველზე საჯაროდ, უბრალოდ ბევრნი იყვნენ. ამ პროცესებს სწორედ უცხოური ძალები ახალისებენ“, – აცხადებს მაჭარაშვილი.
კომენტარები
