უნგრეთში, კახა კალაძის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაციის ვიზიტი გრძელდება. დღეს თბილისის მერი უნგრეთის პარლამენტის წევრ გაბორ კუბატოვს შეხვდება. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გახსნის უნგრელი ფეხბურთელის, იოზეფ ბოჟიკის ძეგლს.
ვიზიტის პირველ დღეს საქართველოს დელეგაციამ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, სადაც წამყვანმა ევროპულმა ქალაქებმა ურბანულ განვითარებაში საკუთარი გამოცდილება ერთმანეთს გაუზიარეს. შედგა მაღალი დონის შეხვედრა პიტერ სიიარტოსთან. უნგრულმა მხარემ საქართველოს ხელისუფლებას მხარდაჭერა გამოუცხადა. სიიარტომ კახა კალაძეს პირადად მიულოცა არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება.
კომენტარები
