გავრცელებული ბრალდება, რომელიც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აქციების მონაწილეების წინააღმდეგ აკრძალული ნივთიერების, ე.წ. კამიტის გამოყენებას, არის სრული აბსურდი. ეს სიცრუეა, – განუცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გელა გელაძემ ჟურნალისტებს.
მან აღნიშნა, რომ პირადად გაეცნო ამ მიმართულებით განხორციელებული ყველა შესყიდვასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას და სრული პასუხისმგებლობით შეუძლია განაცხადოს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში „კამიტი“ არასოდეს შეუსყიდია.
„აქციების დროს ჯანმრთელობისთვის საშიში არანაირი ნივთიერება არ ყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გამოყენებული. სხვადასხვა აქციის დაშლის პროცესში გამოყენებული ყველა ნივთიერება არის კანონიერად ნაყიდი სხვადასხვა მსხვილი კომპანიისგან, რომელიც აპრობირებულია ყველა წამყვან ქვეყანაში“, – განაცხადა გელაძემ.
მისივე თქმით, საკითხზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაინიშნება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა და გამოიკითხებიან ადამიანები და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი.
