ეს არის მორიგი ბოდვა, – ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი თინა ხიდაშელის მიერ მომზადებულ დოკუმენტს, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს გაუგზავნა.
„მანამდე ჩვენ ვხედავდით ბოდვას რუსეთისთვის სანქციების თავის არიდებაში, დახმარებასთან დაკავშირებით.კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას, რომ ამერიკელებმა, ევროპელებმა და ბრიტანელებმაც (სანქციების კოორდინატორებს ვგულისხმობ) დაადასტურეს, რომ საქართველო ამ მიმართულებით ძალიან მაღალ დონეზე მუშაობს, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
თინა ხიდაშელმა სახელმწიფო დეპარტამენტს დოკუმენტი გაუგზავნა, სადაც ამტკიცებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ირანულ კომპანიებს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება, თუმცა დოკუმენტში ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არის.
კომენტარები
