განათლების რეფორმის კონცეფციას, რომელიც დღეს გასაჯაროვდა, საქართველოს პარლამენტის მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან საუბრისას.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, განათლების რეფორმა არის ის რეფორმა, რომელიც ქართველმა ხალხმა „ქართულ ოცნებას“ არჩევნებზე დაუკვეთა.
„ზუსტად ეს დავპირდით ჩვენ, ჩვენს ამომრჩეველს საპარლამენტო არჩევნების წინ, რომ განათლების რეფორმა იქნებოდა პრიორიტეტი და ზუსტად ამას დაუჭირა მხარი ჩვენმა ამომრჩეველმა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა.
კომენტარები
