ბრიუსელში ევროკომისიის მაღალჩინოსანია დაკავებული. ეს ადამიანი ჩვენს ქვეყანას აშავებდა, რას არ გვეძახდა, თურმე დემოკრატიის უკუსვლა, კორუფციაა. საქართველოზე ნათქვამ არც ერთ ცუდ სიტყვას არ გაგიტარებთ, ყოველთვის არგუმენტებით წამოგაძახებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას თქმით, „სამწუხაროდ, ასეთია დღევანდელი ევრობიუროკრატია“.
არაფერში წერია, რაც ბრიუსელში, ევროკავშირის სათავო ოფისში ხდება – კორუფცია, ცალკეულ ევროპულ სახელმწიფოებზე უცხო ქვეყნების გავლენები, უსამართლობა, არაობიექტურობა. ბოლოს როგორ დასრულდა? ერთ-ერთი ჩინოვნიკი დააკავეს, ქალბატონი მოგერინი, რომელიც ჭკუას გვასწავლიდა და მორალს გვიკითხავდა. არ გამოვრიცხავ, ამ კორუფციასთან დაკავშირებით ურსულა და მდიდარი მამიკოს შვილი, კალასიც დაიბარონ. მილიარდებზეა საუბარი.
მაინტერესებს, ჰერჩინსკი სად არის? რატომ იმალება? ჰერჩინსკი, გამოდი და აგვიხსენი, რა ხდება თქვენს სათავო ოფისში? აქ მორალს გვიკითხავ. წინა კვირას გვითხარი, რომ უკრაინა და მოლდოვა საქართველოსთან მიმართებაში წინ არიან. ჩვენი გუნდის წევრების მიმართაც კი შეურიგებლები ვართ, ვისაც რაღაც დარღვევები აქვს და ასეთ ქვეყანაზე ენა მოგიბრუნდათ, აძაგებთ, აშავებთ, „შავ პიარს“ უგორებთ. ჰერჩინსკის მივმართავ, სად არის შემძვრალი, ხომ არ გინახავთ, რატომ არ ჩანს? ვიდრე საქართველოს ცუდ კონტექსტში ახსენებთ, ძარღვი თუ გაქვთ შუბლზე, იქნებ, ცოტა შეგიტოკდეთ. საქართველოზე ნათქვამ არც ერთ ცუდ სიტყვას არ გაგიტარებთ, ყოველთვის არგუმენტებით და ფაქტებით წამოგაძახებთ. ბრიუსელში ევროკომისიის მაღალჩინოსანია დაკავებული. ეს ადამიანი ჩვენს ქვეყანას აშავებდა, რაებს არ კადრულობდა, რას არ გვეძახდა, თურმე დემოკრატიის უკუსვლა, კორუფციაა. მის შემთხვევაში მილიარდებზეა საუბარი და დააკავეს. სამწუხაროდ, ეს არის დღევანდელი ევრობიუროკრატია და ურსულა ფონ დერ ლაიენის მთავრობა“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ცნობისთვის, ბელგიის პოლიციამ კორუფციის საქმეზე სამი პირი დააკავა, რომელთა შორის პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი და ევროკომისიის მაღალჩინოსანი, სტეფანო სანინო არიან.
ევროკავშირის საზოგადოებრივი პროკურატურის ოფისის განცხადებით, საქმე ეხება ბრიუგეს ახალგაზრდა დიპლომატთა აკადემიის დაფინანსებას 2021-2022 წლებში. აკადემიის რექტორი კი ფედერიკა მოგერინია.
