წარმოუდგენელი შეურაცხყოფა და ბულინგია და საოცარი იყო, როცა ამხელა მაუწყებლის კორპორაცია საქართველოში თავიანთი წარმომადგენლების, ჩახუნაშვილების ჭორაობაზე აგებს ამხელა შეურაცხყოფას და ცილისწამებას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, – განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა BBC-ის სიუჟეტზე საუბრისას.
მისივე თქმით, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული დემარში, ეს არის სახელმწიფოს შეურაცხყოფა.
„როგორც კი აღმოჩნდა, რომ სუს-მა დაიწყო გამოძიება, ჩახუნაშვილმა უცბად შეცვალა ჩვენება და რიტორიკა. ჩახუნაშვილმა ჭორაობის დონეზე გადასცა ეს ბრალდება და შემდეგ BBC ფეიკ ტელევიზიის როლში შევიდა და დაიწყო მსგავსი შეურაცხყოფა და ცილისმწამებლური კამპანია.
ეს ყველაფერი სპეცსამსახურების ხელწერა და იმ კამპანიის გაგრძელებაა, რომელიც ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, რომლის მთავარი მიზანი არის ხელისუფლების როგორღაც შეცვლა, ქვეყანაში არეულობის შემოტანა და მათთვის სანუკვარი მიზნის განხორციელება, რომელიც ემსახურება მეორე ფრონტის გახსნას და თავიანთი აგენტურული ძალის მოყვანას საქართველოს ხელისუფლების სათავეში“, – აღნიშნა გიორგი სოსიაშვილმა.
მისივე განმარტებით, ამ ყველაფრის უკან დგას ძალა, რომელმაც ფეხქვეშ გათელა და მიწასთან გაასწორა ევროპის ავტორიტეტი, ისევ ევროპელი მაღალჩინოსნების ხელით.
