ეს არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია და პროვოკაცია, რასაც თავისი გათვლები აქვს, – განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კახიანმა BBC-ის ფილმზე საუბრისას.
მისივე თქმით, ამ ფილმის უკან დგას კონკრეტული ძალა, რომელსაც სურს საქართველოს დაშანტაჟება და ქვეყანაში მიძინებული საპროტესტო მუხტის გამოღვიძება.
„იქ, სადაც საუბარია კონკრეტულ სტატისტიკაზე ყველგან ვართ პირველები, მაგრამ იქ, სადაც საუბარია ვარაუდებზე, ზუსტად ისეთზე რასაც დაეყრდნო BBC-ის ფილმი იქ აღმოჩნდება, რომ თურმე საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა. რომ ვერც დაუშვებ ისეთი რამე მოვისმინეთ, რომ თურმე საქართველოში გამოყენებული იყო ისეთი ქიმიური ნივთიერება, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს იყო გამოყენებული. ამას რა შეიძლება ვუწოდოთ? ვის სჯერა, რომ ეს სიუჟეტი ერთი კონკრეტული ჟურნალისტი მიერ იყო მომზადებული, ამის უკან რა თქმა უნდა დგას კონკრეტული ძალა. ასეთ შეტევას აქვს თავისი გათვლები. ეს არის მცდელობა ჩვენი ქვეყნის დაშანტაჟების მცდელობის და ქვეყნის შიგნით მიძინებული და მისუსტებული საპროტესტო მუხტის გამოცოცხლების. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მძიმე ბრალდება მოვისმინეთ, არც ამას მოჰყვება რაიმე გამოსვლები, იმიტომ რომ ამის არავის არ სჯერა“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
