“რუსთავი 2”-ში მიმდინარე პროცესებს ხელოვნებათმცოდნე დოდო ხურცილავა “რეზონანსთან” საუბრისას აფასებს:
“ეს ადამიანები უკვე წელიდწადზე მეტია, უმძიმესი მორალური წნეხის ქვეშ იმყოფებიან. იმიტომ კი არა, რომ მათ წინაშე ვინმე დამნაშავეა, არამედ იმ პასუხისმგებლობის გამო, რომელსაც ქვეყნის ან ნათესავების და ოჯახის წევრების წინაშე გრძნობენ. ყველაზე კარგად ეს გვარამიამ იცის. დაიღალა ეს ადამიანი, რადგან დანაშაულის ტვირთს გრძნობს და მე პირადად მის მიმართ თანაგრძნობა გამიჩნდა, რადგან მიხვდა, რომ უნდა წავიდეს“, – აცხადებს ხურცილავა.
წყარო: “რეზონანსი”
კომენტარები