საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ ალეკო ელისაშვილის მხრიდან ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებებით ზეწოლა ხდება სახელმწიფოზე, თუმცა საქართველო უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ასეთ გამოწვევებს.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, სპეციალურად არჩევენ ალეკო ელისაშვილის მსგავს ადამიანებს და შემდეგ ხდება მათი გაგმირება, ისე როგორც ლაზარე გრიგორიადისის და მზია ამაღლობელის შემთხვევაში მოხდა.
“სპეციალურად ხდება ასეთი ტიპაჟების მოძებნა, როგორიც ალეკო ელისაშვილია – ვინ არის გამკეთებელი, საზოგადოებაში ასე ვთქვათ პატრიოტი, სხვა გზას არ უტოვებენ და ეს საქციელი უნდა განახორციელოს – გაგმირება ისეთი პერსონაჟის, როგორიც იყო გრიგორიადისი, როგორც ხდება მზია ამაღლობელზე. მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ჩვენი სახელმწიფო ასეთ გამოწვევებს. ეს არის სპეციალურად განხორციელებული ქმედებები, რომ ნელ-ნელა უფრო დაშვებადი გახდეს ვინმესთვის ასეთი ქმედება“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა
