ბინძურ პროვოკაციას ჰქონდა ადგილი BBC-ის მიერ გავრცელებულ სიუჟეტში, რისი ერთადერთი მიზანიც იყო, რომ დაეზიანებინათ საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტი, – განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ.
მისი თქმით, ცილისწამებისთვის ყველა პასუხს აგებს.
„BBC უნდა მოემზადოს ხანგრძლივი სამართლებრივი დავისთვის. ყველა იმ ადამიანმა, რომელიც იყო ჩართული და რომელთაც გააზრებული ჰქონდათ, რომ მიზანმიმართულად დაებრალებინათ საქართველოსთვის უმძიმესი ბრალდება, რომელსაც ადგილი ჰქონდა ამ სიუჟეტში, პასუხი უნდა აგოს ცილისწამებისთვის“, – აღნიშნა გაბუნიამ.
კომენტარები
