ავსტრალიის პარლამენტის წევრი ევროკავშირის დაშლის მოწოდებით გამოვიდა. სენატორი რალფ ბაბეტი სოციალურ ქსელში წერს, რომ ევროკავშირმა ხორცი შეასხა ტირანების დიდი ხნის ოცნებას, ევროპის ერთ დროს თავისუფალი ერები ერთი ცენტრალური ხელისუფლის წინაშე დაეჩოქებინა.
ავსტრალიელი სენატორის თქმით, ევროპული ბლოკი სუვერენიტეტის დასასრულს და ავსტრალიისთვის ყველაზე დიდ გარე საფრთხეს წარმოადგენს.
„ევროკავშირი უნდა დაიშალოს. ის წარმოადგენს სუვერენიტეტის სიკვდილს და არასდროს არ უნდა მიეცეს მისი იდეების გავრცელების უფლება. ხალხმა ხელახლა უნდა აღმოაჩინოს თავისუფლებისა და ინდივიდუალიზმის სიყვარული“, – წერს ბაბეტი და დასძენს, რომ ავსტრალიისთვის უდიდეს საფრთხეს სწორედ ევროკავშირი წარმოადგენს.
კომენტარები
