სახელმწიფო ინტერესების დაცვით ყველა ინვესტიციას შევუწყობთ ხელს, რომელიც ქვეყნის განვითარებას, ეკონომიკურ ზრდას, მოქალაქეების დასაქმებას უკავშირდება, – აცხადებს დიასპორის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა. ასე გამოეხმაურა დეპუტატი კოკა მორგოშიას განცხადებას.
„ეს უსამშობლოები ჯერ ამბობდნენ აქ ინვესტიციას ვინ შემოიტანსო. გახსოვთ ხომ, ეს თემა როდესაც გაჟღერდა პირველად „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ როგორ ესხმოდა თავს [ხელისუფლებას], რომ ტყუილია ეს ყველაფერიო. მერე თემა შეატრიალეს. სახელმწიფო ინტერესების დაცვით ყველა ინვესტიციას შევუწყობთ ხელს, რომელიც ქვეყნის განვითარებას, ეკონომიკურ ზრდას, ქვეყნის განვითარებას, მოქალაქეების დასაქმებას უკავშირდება“, – აღნიშნა ზარქუამ.
კომენტარები
