დიდი ბრიტანეთის ელჩი დაადგა გერმანიის ელჩის გზას, – განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.
გორდულაძის თქმით, ეს არის ადამიანი, რომელიც დეზინფორმაციას ავრცელებს.
„დიდი ბრიტანეთის ელჩი დაადგა გერმანიის ელჩის გზას. ეს არის ადამიანი, რომელიც დეზინფორმაციას ავრცელებს და ცდილობს, რომ ადამიანებს ტვინი გამოურეცხოს, თავისი მავნებლური განცხადებებით, მათ შორის მხარი აუბას იმ ჩვენი ქვეყნის შეტევის ფაქტს, რაც გააკეთა, მაგალითად „ბიბისიმ“. ეს არის ადამიანი, რომელიც ტყუილების ტირაჟირებით აცნობს ახლა საკუთარ თავს ჩვენს ქვეყანას, რასთან დაკავშირებითაც ყოველთვის ვიტყვით და ყოველთვის ვამხელთ ამ ადამიანებს არაერთ ტყუილში“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
ბრიტანეთის საელჩო ელჩის სტუდენტებთან შეხვედრის და ამ შეხვედრაზე განხილული საკითხების შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქვეყნებს. ნათქვამია, რომ გარეტუორდმა სხვა თემებთან ერთად, გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს შორის ურთიერთობები განიხილა. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშიააღნიშნული, ელჩმა თქვა, რომ პოლიტიკური ურთიერთობა დაზიანებულია, რადგან საქართველოში არსებობს ანტიდემოკრატიული ზეწოლა ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე.
