რომში საცხოვრებელ ბინაზე ქურდობის მცდელობისთვის ორი ქართველი დააკავეს.
რომში სამართალდამცველებმა ორი ქართველი მოქალაქე დააკავეს საცხოვრებელ სახლში შეღწევის მცდელობის ბრალდებით. ადგილობრივი მედიის ცნობით, 35 და 42 წლის მამაკაცები მაშინ აიყვანეს, როცა ბინის კარის გატეხვას ცდილობდნენ.
შემთხვევა ღამის საათებში, ვია პიენცაზე მოხდა.
ჩხრეკისას პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ორი დიდი ზომის სახრახნი, რომლითაც ისინი, სავარაუდოდ, ბინის კარის გატეხვას ცდილობდნენ.
ორივე პირი ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააპატიმრეს.
კომენტარები
