საკანონმდებლო ორგანომ „პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო.
საკითხი სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა.
ცვლილების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გახდება და მისი სახელწოდება შეიცვლება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიით (პოლიციის აკადემია).
აგრეთვე, აკადემიაში ახალი საბაკალავრო პროგრამა „საზოგადოებრივი მართლწესრიგი და საპოლიციო საქმე“ შეიქმნება.
ცვლილებებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სამაგისტრო პროგრამის განხორციელების შესაძლებლობა ეძლევა.
კომენტარები
